Tuesday, November 3, 2009

ექსკურსია ბოდბესიღნაღში, 2009 წლის 17 ოქტომბერს.
ბოდბის მონასტერი – წმ.ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში. ქ.სიღნაღიდან 2 კმ–ზე.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ.ნინოს დაკრძალვის ადგილზე. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული.
მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეებში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი , ონოფრე ბოდბელი, იოანე ჯორჯაძე, დავით ბოდბელი, იოანე მაყაშვილი და სხვები...სიღნაღი

სიღნაღი ქალაქი კახეთში. სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყლიდან 13 კმ–ზე. ქალაქად გამოცხადაა 1801 წელს. მოსახელობა 2.1 ათასი. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის მცირე საწარმოები, თეატრი. სიღნაღში არის ბოდბის ეპარქიის რეზიდენცია.